Friday, July 23, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

  • პროექტის სახელწოდება
ცოდნისკარის საკრებულოში გავრცელებული კულტურული მცენარეების კვლევა ცენტრალური ტენდენციის საზომების გამოყენებით.
  • პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
მოსწავლეების ჯგუფები დათვლიან გავრცელებული მცენარეების მოდას და ამ მცენარეებისგან მიღებული შემოსავლის საშუალოს და მედიანას, რათა გავარკვიოთ რომელი მცენარეების მოყვანა იქნება მოსახლეობისთვის უფრო შემოსავლიანი.
  • პროექტის სრული აღწერა
ვქმნი ხუთ ჯგუფს. თითოეულ ჯგუფს ვავალებ საკრებულოს ხუთ სოფელში, ცოდნისკარში თელაში, სვობოდნოეში, შეერთებაში და წიფლისწყაროში გავრცელებული კულტურული მცენარეების დადგენას, ამ მცენარეების მოდის დადგენას და თითოეული ოჯახის მიერ ამ კულტურებისგან მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემების მოგროვებას. (ორი კვირა)
მეორე კვირის ბოლოს ვაწყობ მუშა შეხვედრას. ბავშვები ერთად ადგენენ საკრებულოში ყველაზე მეტად გავრცელებულ ხუთ მცენარეს. თითოეულ ჯგუფს მიეცემა თითო მცენარის მონაცემები. ჯგუფები დათვლიან თითოეული მცენარისგან მიღებული შემოსავლების მოდას და საშუალოს. ამით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რომელი კულტურული მცენარე რა შემოსავალს აძლევსთითოეულ მოსახლეს.(ერთი კვირა)
მესამე კვირის ბოლოს ვაწყობ მუშა შეხვედრას. მოხდება მიღებული მონაცემების შეჯერება და შეჯერებული მონაცემების მოდის და საშუალოს დათვლა. მცენარეების მდალაგება შემოსავლიანობის მიხედვით. ჯგუფებს ვავალებ მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შემუშავებას და მართკუთხედებიანი დიაგრამის შედგენას თითოეული კულტურის მომყვანი მოსახლეობის კატეგორიის და შემოსავლების თვალსაჩინოდ საჩვენებლად.
რეკომენდაცია თავდაპირველად დადგენილი მოდის შესაცვლელად მათი შემოსავლების გაზრდის მიზნით. (ერთი კვირა)
ბუკლეტის მომზადება მოსახლეობისთვის.(ერთი კვირა)
მუშა შეხვედრა: ბუკლეტის განხილვა მასწავლებელთან ერთად.
ბუკლეტის გამოცემა და გავრცელება მოსახლეობაში. (ერთი კვირა)
  • მონაწილეთა ასაკი
12-13 წელი
  • ვადები/ხანგრძლივობა
ექვსი კვირა
  • პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
ჯგუფური მუშაობა, მონაცემების კვლევა და შეჯერება, ბუკლეტის განხილვა და გამოსაცემად მომზადება.
  • მოსალოდნელიშედეგი პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას
ბუკლეტი მოსახლეობისთვის, მათი შემოსავლების შესაძლო ზრდის შესახებ რეკომენდაციებით.
  • სარგებელი სხვებისთვის
პროექტი სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის რადგან მასზე მუშაობის პერიოდში ბავშვებს გამოუმუშავდებათ მონაცამაბის კვლევის ანალიზის ჯგუფური მუშაობის სხვა ადამიანაბთან და ჯგუფებთან კომუნიკაციის უნარი და სხვა უნარები.
სასარგებლო იქნება მოსახლეობისთვის, რადგან მათთვის შემუშავებულიმ რეკომენდაციები დაეხმარებათ გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და უკეთესად დაგეგმონ თავიანთი კერძო მეურნეობა.
  • სამუშაო ენა
ქართული
  • მოსწავლეები სხვა სკოლებიდან
ცოდნისკარის თელის და სვობოდნოეს საჯარო სკოლებისმოსწავლეები და მათემატიკის და ბიოლოგიის მათი მასწავლებლები.
  • საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტში ერთმანეთს უკავშირდება მათემატიკა და ბიოლოგია, მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის , ანალიზის, ჯგუფური მუშაობის, ადამიანებთან და ჯგუფებთან ურთიერთობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უნარი.
  • პროექტის ავტორი
ლამარა ტაბატაძე
  • ავტორის ელ.ფოსტა
  • lamaramailto:lamaratabatadze@gmail.com
  • პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
  • lamaratabatadze.blogspot.com